მნიშვნელოვანირეგიონი

თელავში შუქნიშნების მოსაწყობად ოთხასი ათას ლარზე მეტი დაიხარჯება

თელავის მუნიციპალიტეტის მერია, ქალაქის ორ ადგილას, ახალ შუქნიშნებს ამონტაჟებს და სამუშაოებისათვის ოთხასი ათას ლარზე მეტს დახარჯავს.

️შუქნიშნები თელავის აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე და რუსთაველისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაზე მოეწყობა.

ლეიბორისტული პარტიის კახეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ნიკა ვარდოშვილი ამბობს, რომ თანხის ეს რაოდენობა, სერიოზულ კითხვებს აჩენს.

“განა რა ფერი უნდა აინთოს შუქნიშანზე, რომ ამხელა თანხა სჭირდება? ორ ლოკაციაზე რომ ნახევარი მილიონი უნდა დაიხარჯოს, რად უნდა გამომძიებელი და პროკურორი, საქმე გვაქვს კორუფციასთან.
თანაც ეს თანხა, ევროკავშირის გრანტია. ყოველდღიურად ლანძღავენ იმ ევროკავშირს და ფულს კარგად ხარჯავენ. ქართული ოცნების პოლიტიკას, კარგა ხანი წითელი აუნთო ქართველმა ხალხმა და ეგენიც ასე დაასრულებენ, როგორც წითელზე მოძრავი მძღოლები”- ბობს ვარდოშვილი.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში ვარდოშვილის ბრალდებას არ პასუხობენ და მხოლოდ ოფიციალურ ინფორმაციას იძლევიან.

“სამუშაოები საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს. პროექტის ბიუჯეტი 421 486 ლარია, , ხოლო მონტაჟს
კომპანია შპს ,,გზაჯვარედინი” ახორციელებს. შუქნიშნები იქნება ყველაზე თანამედროვე და ამავდროულად , ადაპტირებული შშმ პირებისათვის”- ამბობენ მერიაში.

შუქნიშნების მონტაჟი თელავში, რამდენიმე თვეში დასრულდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button