თელავში სროლის დროს 34 წლის მამაკაცი გარდაიცვალა
გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, თელავში კავკასიონის ქუჩაზე 34 წლის მამაკაცი ე.წ ბრმა ტყვიას ემსხვერპლა.
შემთხვევა თელავში გამთენიისას მოხდა, როდესაც ახალგაზრდების ჩხუბის დროს ერთ-ერთმა ცეცხლსააროლი იარაღიდან ისროლა.
სავარაუდო დამნაშავე პოლიციას უკვე ჩაბარდა.
საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. გარდაცვლილის ცხედარი სასამართლო-ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
გამოძიებას შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს.