თელავში ტურისტებისათვის “ლაითბოქსები” განთავსდა [Photo]

თელავში ტურისტული გზამკვლევი ე.წ. “ლაითბოქსები” განთავსდა. “ლაითბოქსები” მუნიციპალიტეტის შენობის, ნადიკვის პარკისა და ცენტრალური მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიდგა.

“ლაითბოქსში” თელავის ტურისტული რუკა, ინფორმაცია ქალაქის და რეგიონის ღირსშესანიშნაობების შესახებ, ტექსუალურ-ვიზუალური მასალები და სხვადასხვა ტურისტული ინფორმაცია განთავსდა.

“გზამკვლევი ღამის საათებში ორმხრივად იქნება განათებული, ამიტომ ტურისტებს ნებისმიერ დროს ექნებათ საშუალება მიიღონ საჭირო ინფორმაცია. პროექტი, რომელსაც ქვეყნის მასშტაბით საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია ახორციელებს, ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებასა და ტურისტული პოტენციალის ზრდას რეგიონში”, – განუცხადეს რადიო “ჰერეთს” თელავის მერიაში.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”15263″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button