რეგიონი

თელავში უამინდობა გრძელდება

ძლიერმა ქარმა უკვე დააზიანა კავკასიონის ქუჩისა და ალაზნის გამზირის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავები.
სახურავის ნაწილი გადახადა კურდღელურის საჯარო სკოლას, მეცხრე ბაგა-ბაღსა და სოფელ წინანდალში საცხოვრებელ სახლს.
თელავში, მშვიდობის ქუჩაზე უკვე მოგლეჯილია 12 მრავალწლოვანი ხე.

ქარმა ხეები მოგლიჯა სოფლებში, რუისპირში, აკურაში, ვარდისუბანსა და გულგულაშიც, რამაც ცენტრალურ გზებზე გადაადგილების შეფერხება გამოიწვია.

ადგილებზე მობილიზებულია სამაშველო და მერიის შესაბამისი სამსახურები, რომლებიც გაწმენდითი სამუშაოებს ახორციელებენ.

ძლიერი ქარის გამო, მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეფერხებით მიეწოდება ელექტროენერგიაც.
თელავის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას ქუჩებში გადაადგილებისგან თავის შეკავებას ურჩევს.

მსგავსი პოსტები

Back to top button