მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

თელავში უხვმა ნალექმა საუბნო გზები დააზიანა

გადაუღებელმა წვიმამ, რომელიც მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა, თელავში საუბნო გზები დააზიანა და საცხოვრებელი კორპუსების ეზოებიც დატბორა.

წყალმა გადაავსო სანიაღვრე არხებიც და ქუჩებში ავტომობილების გადაადგილება შეაფერხა.

თელავის მერიის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის განმარტებით, ყველა დაზიანებული ქუჩა დროულად გაიწმინდება.

” გადაუღებელმა წვიმამ და უხვმა ნალექმა, ქალაქში გარკვეულ ლოკაციებზე დაზიანებები გამოიწვია. წვიმის გადაღებისთანავე, უმოკლეს ვადაში მოხდება ყველა დაზიანების აღმოფხვრა”- განმარტეს მერიაში.

ამ წუთის მდგომარეობით, თელავში ისევ გადაუღებლად წვიმს.

მსგავსი პოსტები

Back to top button