რეგიონი

თელავში უკრაინელი პოეტის, ლესია უკრაინკას ძეგლიდან, დროშა მოიპარეს

კულტურისა და დასვენების პარკ ” ნადიკვარზე” ლესია უკრაინკას ძეგლიდან ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა, უკრაინის დროშა ჩამოხსნეს.
შემთხვევა, სავარაუდოდ, 19 მარტის საღამოს მოხდა.

უკრაინელი პოეტი ქალის ძეგლთან, უკრაინის სახელმწიფო დროშა თელაველმა ახალგაზრდებმა, რამდენიმე დღის წინ მიიტანეს და სოლიდარობის ნიშნად, ძეგლს შემოახვიეს.

” დროშა აქ მოვიტანეთ სოლიდარობის ნიშნად, გვინდოდა ჩვენი უკრაინელი მეგობრების მიმართ მხარდაჭერა, ამ ფორმითაც გამოგვეხატა. სავარაუდოდ, ქურდობა გუშინ მოხდა. ეს რუსეთუმეებისა და პუტინის მადიდებლების ჩადენილია. მართლა სამარცხვინო ფაქტია, ველოდები რომ ვინც ეს ჩაიდინა, დროშას უკან მოიტანს და თავის ადგილას დააბრუნებს” ამბობს თელაველი ალექსანდრე ლაზარიაშვილი.
ლესია უკრაინკას ძეგლი თელავში 2011 წელს, უკრაინის იმჟამინდელი მთავრობის ინიციატივით

დაიდგა და ის საქართველოში კიევიდან ჩამოიტანეს.
2021 წელს, პოეტი ქალის 150 წლის იუბილეზე თელავში, საქართველოში უკრაინის სრულუფლებიანი ელჩი იგორ დოლგოვიც იმყოფებოდა.

ელჩმა ძეგლი ყვავილებით შეამკო და კახეთის სამხარეო ადმინისტრაციას საიუბილეო მედალი და სიგელი გადასცა.

ლესია უკრაინკა საქართველოში, მათ შორის თელავშიც, 1903 წლიდან, სიცოცხლის ბოლო 10 წლის განმავლობაში ცხოვრობდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button