რეგიონი

თელავში, უკრაინის მხარდჭერ აქციაზე, ორი ადამიანი დააკავეს

თელავის ცენტრალურ მოედანზე, თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა, რომლებსსც უკრაინის მხარდამჭერი პლაკატები ჰქონდათ გამოტანილი.

პოლიციამ აქციის ორი მონაწილე, ზაზა ბიბილაშვილი და ზურა ხომერიკი დააკავა.
წინასწარი ინფორმაციით, მათ პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ედავებიან.

დაკავებულები თელავის პოლიციის სამმართველოში არიან გადაყვანილი.

უკვე რამდენიმე დღეა, თბილისსა და რეგიონებში უკრაინის მხარდამჭერი აქციები მიმდიმარეობს, სადაც საქართველოს მოქალაქეები უკრაინაში რუსულ აგრესიასა და ოკუპაციას აპროტესტებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button