თელავში ვახვახიშვილების სასახლის რეაბილიტაცია დასრულდა
თელავში ვახვახიშვილების სასახლის რეაბილიტაცია დასრულდა. სასახლეში საგამოფენო სივრცე და არტკაფე განთავსდება.
შენობას ძირითადი აღდგენითი სამუშაოები 2012 წელს, თელავის რეაბილიტაციის ფარგლებში ჩაუტარდა, სამწლიანი პაუზის შემდეგ კი ვახვახიშვილების საგვარეულო კოშკში კომუნიკაციები მოეწყო.
რეაბილიტირებული სასახლე, ერეკლეობის კვირეულის ფარგლებში, კახეთის გუბერნატორმა და თელავის მერმა გახსნეს.