ბიზნესრევიუ

თელავში „ვინტოს“ ავტომომსახურების ახალი ცენტრი გაიხსნა

სარეკლამო მასალა

თელავში, ვარდისუბნის ტერიტორიაზე, გაიხსნა ავტომომსახურების ახალი ცენტრი — „ვინტო“, რომელიც კახეთის რეგიონში მცხოვრებსა და მოგზაურ მძღოლებს შესაძლებლობას აძლევს, მაღალი ხარისხის ევროპული სტანდარტების მომსახურება მიიღონ როგორც მსუბუქი, ისე სატვირთო ავტომობილებისთვის.

„ვინტო“ წარმოადგენს „ვისოლ ჯგუფის“ ავტოსერვისების ბრენდს, რომელიც საქართველოში უკვე 15 წელია ოპერირებს და 2023 წლიდან ქსელის განვითარებას განაგრძობს ახალი სახელით. თელავის ფილიალი უკვე მეხუთეა — ბრენდის სერვისცენტრები ფუნქციონირებს თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში და ბათუმში. კომპანია გეგმავს კიდევ უფრო გააფართოოს ქსელი და ავტომომსახურება ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოს.

„ვინტო“ საქართველოში 20-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდს წარმოადგენს, მათ შორის: ფრანგული „Total“ და პოლონური „Orlen“-ის საცხებ-საპოხი მასალები, კორეული საბურავები „Zetum“, იტალიური „Pirelli“, ბულგარული აკუმულატორები „Eurokraft“, ევროპული სტანდარტებით წარმოებული „G-Power“-ის პროდუქცია, ბერძნული „Fiba“-ს სამუხრუჭე ხუნდები და „Michelin“-ის მინის საწმენდები. მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, ნებისმიერი საფასო კატეგორიის პროდუქტი შეარჩიოს.

„მოხარული ვართ, რომ „ვინტო“ აგრძელებს ქსელის გაფართოებას რეგიონებში. ჩვენი მომხმარებლები მიიღებენ სწრაფ, ხარისხიან მომსახურებას, ხელმისაწვდომ ფასად. მალე დაემატება ციფრული პლატფორმაც, სადაც ჩვენი პროდუქცია ონლაინ იქნება ხელმისაწვდომი,“ — აცხადებს ნიკა ხოდელი, „ვინტოს“ აღმასრულებელი დირექტორი.

„ვინტოს“ ყველა ფილიალში დამკვიდრებულია კომფორტული მოსაცდელი ზონა, მოქნილი სამუშაო განრიგი და ოპერატიული მომსახურება — სტანდარტულად 20 წუთზე ნაკლებ დროში.

გარდა ამისა, კომპანია ინტეგრირებულია „ვისოლის“ ერთგულების სისტემაში, რაც მომხმარებლებს აძლევს საშუალებას, დააგროვონ ბონუს ქულები, მიიღონ ფასდაკლებები როგორც საწვავზე, ასევე თავად „ვინტოს“ პროდუქტებზე და მომსახურებაზე (ფასდაკლება შეადგენს -10%-დან -25%-მდე).

თელავის ახალი ფილიალი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონში თანამედროვე და სანდო ავტომომსახურების სტანდარტის დანერგვაში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურიზმისა და რეგიონული მობილობის მზარდი მოთხოვნის ფონზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button