მნიშვნელოვანისიახლეები

შსს – პოლიციას რეზინის ტყვიები არ გამოუყენებია

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, მიუხედავად იმისა, რომ სრული საკანონმდებლო საფუძველი ჰქონდათ, რეზინის ტყვიები არ გამოუყენებიათ, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიცია პარლამენტის შენობაზე თავდასხმის მოსაგერიებლად იყენებს კანონით დადგენილ სპეციალურ საშუალებებს, კერძოდ: წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზსა და წიწაკის სპრეის.

„ინფორმირების მიზნით გვსურს განვაცხადოთ, რომ პოლიცია პარლამენტი შენობაზე თავდასხმის მოსაგერიებლად იყენებს კანონით დადგენილ სპეციალურ საშუალებებს, კერძოდ: წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზსა და წიწაკის სპრეის.შსს თანამშრომლებს, მიუხედავად იმისა, რომ სრული საკანონმდებლო საფუძველი ჰქონდათ, რეზინის ტყვიები არ გამოუყენებიათ“, – აღნიშნა დარახველიძემ.
მინისტრის მოადგილის მტკიცებით, აქციიც მონაწილეები პარლამენტში შეჭრას ცდილობდნენ.

სპეცდანიშნულების რაზმმა მოქალაქეების წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზთან, წიწაკის სპრეისა და წყლის ჭავლთან ერთად რეზინის ტყვიებიც გამოიყენა

მსგავსი პოსტები

Back to top button