თელავში ჟურნალისტს ფზიკურად გაუსწორდნენ

ჟურნალისტ რომან ქევხიშვილს,თელავში ,,სოციალისტური საქართველოს” დაფუძნების ყრილობაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

პარტიის ლიდერმა თემურ ფიფიამ ჟურნალისტს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მისამართით მაისურზე დაწერილი შეურაცხმყოფელი სიტყვების გამო სილა გააწნა.

რომან ქევხიშვილმა შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა.
სამართალდამცავებმა თემურ ფიფია შსს-ს თელავის რაიონულ განყოფილებაში გადაიყვანეს. საქმეზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ცემას გულისხმობს, მოგვიანებით კი დააკავეს.

თელავში პარტია “სოციალისტური საქართველოს” რეგიონალური ყრილობა საპროტესტო აქციის გამართვის გამო გაურკვეველი ვადით გადაიდო.

კახეთის ხმის ფოტო ©

მსგავსი პოსტები

Back to top button