მნიშვნელოვანისიახლეები

“თელმიკოსა” და “თელასში” დღეიდან სემეკი შედის

მონიტორინგი იწყება – დღეიდან სემეკის სპეციალისტებით დაკომლექტებული ჯგუფი “თელმიკოსა” და “თელასში” შედიან. პროცესი ერთი თვე გაგრძელდება. მარეგულირებელი კომისიაში ამბობენ, რომ თუ არასწორ დარიცხვები გამოვლინდება,

კომპანიები გაორმაგებული თანხით დაჯარიმდებიან.ხოლო მოქალაქეებს ზედმეტობით დარიცხული თანხა უკან დაუბრუნდებათ.​

ამ დროისთვის სემეკში 700-მდე საჩივარია შესული. საჩივრები დეკემბერსა და იანვარში მოხმარებული ელექტროენერგიის დარიცხვებს შეეხება – მოქალაქეების თქმით, მათ არაადეკვატურად გაზრდილი თანხა დაერიცხათ – საშუალო სტატისტიკურ ოდენობაზე მრავალჯერ მეტი.

თელმიკოს განცხადებით, ეს დეპოზიტის დარიცხვის გამო მოხდა, თუმცა ახლა მოსახლეობისთვის დეპოზიტის დარიცხვა შეჩერდა.

დეპოზიტზე თანხის დარიცხვა გულისხმობს იმას, რომ: კანონის თანახმად, თუ ყოველი 12–თვიანი პერიოდის განმავლობაში მომხმარებელმა სამჯერ ან მეტჯერ გადააცილა გადახდის ვადას, ან თუ მომსახურების საფასურის გადაუხდელობისათვის ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა 5-თვიანი ან მეტი უწყვეტი პერიოდის განმავლობაში, ელექტროენერგიის მიმწოდებელი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მას დეპოზიტზე თანხის შეტანა.

ამასთან, თელმიკოს კლიენტთა მომსახურების სამსახურის ხელმძღვანელის, თეა ნოზაძის თქმით, “1 წლის განმავლობაში მთავრობა ტარიფთა შორის სხვაობის სუბსიდირებას ახდენდა, რაც იანვრიდან აღარ ხდება და ესეც ქმნის [ტარიფის ზრდის] შთაბეჭდილებას”.

თელმიკოსა და თელასის შემოწმების დასრულების ბოლო ვადად 3 მარტი განისაზღვრა.

ენერგოკომპანიებში შესვლის გადაწყვეტილება სემეკმა მოქალაქეების მიერ დაწერილი საჩივრების გამო მიიღო. კომპანიების შემოწმების პროცესში ჩართულია ენერგოომბუდსმენიც.

ენერგო ომბუცმენი სალომე ვარდიაშვილის ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button