მნიშვნელოვანისაქართველო
თემირლან მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა
პანკისში 26 დეკემბეს სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა.
ექიმის ზაზა ლურსმანაშვილის თქმით, გამთენიისას უკიდურესად გართულდა მდგომარეობა და მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
თემირლან მაჩალიკაშვილი თითქმის ორი კვირა იმყოფებოდა კომატოზურ მდგომარეობაში.
თემირლან მაჩალიკაშვილი თურქეთში კლინიკა “კოჩ-ჰოსპიტალში” უნდა გადაეყვანათ. ჰოსპიტალის ადმინისტრაცია და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ბოლო ტექნიკურ დეტალებს აგვარებდნენ.
19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. სპეცოპერაციის დროს კიდევ 4 პირი დააკავეს. დაკავებულებს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედებათ ბრალად.