მნიშვნელოვანირეგიონი

“თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ბელგიაში, ნორვეგისა და ავსტრიაში აქციები იგეგმება”

“ევროპის ქვეყნებიდან ხალხი მიკავშირდება. ისინი იქ აქციების გამართვას აპირებენ”, – ამის შესახებ რადიო “ჰერეთს” ანტიტერორისტული ოპერაციის დროს მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილმა განუცხადა.

უფრო კონკრეტულად კი ამბობს, რომ ბოლო სამი დღა მას ევროპაში მყოფი ჩეჩნური დიასპორის წარმომადგნლები უკავშრდებიან, რომლებიც ეუბნებიან, რომ აქციები გაიმართება: ბელგიაში, ნორვეგისა და ავსტრიასა. თუმცა კონკრეტული თარიღი მაჩალიკაშვილისთვის უცნობია.

თემირლანის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, მიუხედავა იმისა, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში კონკრეტული უწყბების მიმართ მოთხოვნები რამდენჯერმე გააჟღერა, მას ამ დრომდე არავინ გამოხმაურებია.

მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ “დღეს სახელმწიფოს თემირლანის საქმეზე საუბარი საერთოდ არ უნდა”.

მსგავსი პოსტები

Back to top button