მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

კონსტიტუცია ყველას აძლევს უფლებას მშვიდობიანი ფორმით გავიდეს ქუჩაში-ლომჯარია

როგორც პრაიდს, ასევე კონტრაქციას უფლება აქვს გამოხატოს თავისი სათქმელი, ოღონდ მშვიდობიანი ფორმით.ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

“საქართველოს კონსტიტუცია ყველა პირს აძლევს უფლებას, რომ მშვიდობიანი ფორმით გავიდეს ქუჩაში და თქვას თავისი სათქმელი და ისარგებლონ შეკრების და გამოხატვის თავისუფლებით. შესაბამისად, როგორც პრაიდს, ასევე კონტრაქციასაც აქვს უფლება გამოხატოს თავისი სათქმელი, ოღონდ ეს უნდა იყოს მშვიდობიანი.

იმ შემთხვევაში თუ ცალკეული ჯგუფი შეეცდება, რომ ჩაერიოს სხვის გამოხატვის თავისუფლებაში ან ხელი შეუშალოს შეკრებას, ეს იქნება სამართალდარღვევა და სამართალდამცავმა უწყებებმა უნდა მოახდინონ ამ ყველაფერზე რეაგირება”, – განაცხადა ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, 1-ლიდან 5 ივლისის ჩათვლით თბილისში ღირსების კვირეული ტარდება. 5 ივლისს რუსთაველის მეტროსთან დაგეგმილია მსვლელობა – ღირსების მარში.

ჰომოფობიური და სიძულვილის ჯგუფები გეგმავენ, 4 ივლისის ღამით მეტრო რუსთაველთან კარვები გაშალონ და პრაიდს ხელი შეუშალონ.

მსგავსი პოსტები

Back to top button