მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
თემქაზე, საცხოვრებელ კორპუსში, ლიფტი ჩამოვარდა

თბილისში, თემქის დასახლებაში, ე.წ. არაშენდას კორპუსში ჩამოვარდა ლიფტი, რომელშიც 6 ადამიანი იმყოფებოდა. ინციდენტის შედეგად, დაზარალებულია ორი ადამიანი.
ლიფტში იყო არასრულწლოვანიც. ამ დროისთვის, ყველა მათგანი ამოყვანილია.
ადგილზე იმყოფებოდა ნაძალადევის გამგეობის წარმომადგენელიც, რომელმაც განაცხადა, რომ ძველი ლიფტების შესაცვლელად, ტენდერი უკვე გამოცხადებულია.
მოისმინეთ გამგეობის წარმომადგენლის ხმა.