კრიმინალიმნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

თემქის დასახლებაში პატრული დაჭრეს

“ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით შესული შეტყობინების საფუძველზე, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი თემქის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გამოცხადდა, რა დროსაც შეტყობინების ინიციატორის მეუღლე, 1985 წელს დაბადებული გ.კ. აგრესიული გახდა და ამავე კორპუსის მე-4 სართულზე, სადარბაზოში, ადგილზე მისულ პატრულ-ინსპექტორს დ.ბ.-ს, ცივი იარაღის გამოყენებით, მარცხენა ზედა კიდურის არეში მიაყენა ჭრილობა, რის შემდეგაც ამავე კორპუსის მეშვიდე სართულის სადარბაზოდან გადახტა.

“აღნიშნული პიროვნება სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანიდან, მალევე გარდაიცვალა. რაც შეეხება დაჭრილ პატრულ-ინსპექტორს, დ.ბ.-ს, ის მოთავსებულია სამედიცინო დაწესებულებაში, მისი სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.” – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც შსს ავრცელებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button