მნიშვნელოვანისიახლეები

თემქის პოლიციასთან დაკავებული 6 პირის ადმინისტრაციულ საქმეზე, სასამართლო, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს

კიდევ 2 დაკავებულს – გურამ მაცხონაშვილს და რომან აკოფოვს, ისინი იზოლატორში ამ დრომდე რჩებიან. ადვოკატები ვარაუდობენ, რომ მათ წინააღმდეგ შსს-მ გამოიყენა პატიმრობის 48 საათიანი ვადა და მათი სასამართლო პროცესები ხვალ ჩაინიშნება.

საგამოძიებო უწყება ერთ დაკავებულს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას, 5-ს კი ნიღბის მოხსნაზე სამართალდამცველების მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ედავება.

ხვალვე სასამართლო იმსჯელებს კიდევ ორი პირის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე, ორივე მათგანი თბილისის ქუჩებში აიყვანეს.

18 იანვარს თემქის პოლიციასთან საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 6 ადამიანიდან 4 – მარიამ პაიჭაძე, სონა კალანდაძე, თამარა ჩუმაშვილი და მარიამ გილაშვილი გაათავისუფლეს.

ადვოკატების ინფორმაციით, რეჟისორ გურამ მაცხონაშვილზე განყოფილებაში ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამასთან, პოლიციის განყოფილებაში შეყვანის დროს სონა კალანდაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და თმით მოქაჩეს. თმით მოქაჩეს მარიამ პაიჭაძეც.

18 იანვარს თემქის პოლიციის შენობასთან, საპოლიციო რეჟიმის წინააღმდეგ მარშის მიმდინარეობისას, 6 ადამიანი ძალის გამოყენებით დააკავეს. დაკავებულთა შორის იყვნენ გურამ მაცხონაშვილი, მარიამ პაიჭაძე, სონა კალანდაძე, თამარა ჩუმაშვილი, რომან აკოფოვი და მარიამ გილაშვილი

მსგავსი პოსტები

Back to top button