თემურ ქეცბაია არასპორტული საქციელისთვის დააჯარიმეს

ქართველი სპეციალისტი თემურ ქეცბაია კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ფინანსურად დააჯარიმა.
ფამაგუსტას ანორთოსისის მთავარი მწვრთნელის მიმართ ფინანსური სანქციის განხორციელების მიზეზი ლარნაკას აეკ-თან ანგარიშით 1:2 წაგების შემდეგ ქეცბაიას მხრიდან მსაჯების მისამართით გამოჩენილი არასპორტული საქციელი გახდა.
ქეცბაიას გუნდმა სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო და ფაქტიურად აუტსაიდერთა რიგებშია.
კლუბის პრეზიდენტის ევგენიოს ჰამბულასის თქმით, გუნდი მომავალი წლის იანვრიდან ახალი ფეხბურთელებით გაძლიერდება, რაც მათ კრიზისიდან თავის დაღწევაში დაეხმარება. მისივე განცხადებით, შემადგენლობას, თავკაცთან ერთად ახლა მხოლოდ სიმშვიდე და სტაბილურობა ჭირდება.
ანორთოსისს კვიპროსის ჩემპიონატში 6 მატჩში 6 ქულა აქვს და მე-11 ადგილზეა. ფამაგუსტელები კონფერენსლიგაზეც წარუმატებლად თამაშობენ, სადაც 3 ტურში მხოლოდ ქულა მოიპოვეს.