მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ეპიდემიოლოგები კაჭრეთში კორონავირუსის შემთხვევების მატებას ელოდებიან

კაჭრეთში კორონა ვირუსის შემთხვევების ზრდას ელოდებიან ეპიდემიოლოგები,ადგილობრივების ტესტირება ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

” სოფელ კაჭრეთში, ტესტირების შედეგად, კორონა ვირუსის ორი შემთხვევა გამოვლინდა, თუმცა ვვარაუდობთ, რომ გარკვეულ დროში მატება გვექნება”- ასეთი განცხადება გააკეთა რადიო ჰერეთთან გურჯაანის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა.

მანანა გოგაშვილი მიჩნევს, რომ სოფელ კაჭრეთში, შემთხვევების მატება იქნება, რაც ვირუსის ხასიათიდან გამომდინარეობს.

” ამ ვირუსს ასეთი რამ ახასიათებს, ზოგს გვიან უვლინდება, ზოგს ადრე. რაკი მრავალპროფილური კოლეჯის თანამშრომლები ამავე სოფელში ცხოვრობენ, შემთხვევები მოიმატებს. ორი ახალი პაციენტიდან, ერთი ასაკოვანია, მეორე საშუალო ასაკის. ჩვენ ველოდებით, რომ კიდევ მოგვაკითხავენ, ასე სწრაფად ეს შემთხვევები ვერ ამოიწურება”- განაცხადა გოგაშვილმა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში მასობრივი ტესტირება 17 მარტს ჩატარდა. გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგებმა კაჭრეთის მრავალპროფილურ კოლეჯში, ვირუსის აფეთქების შედეგად მიიღეს.

კოვიდ-19 კოლეჯში, 14 თანამშრომელს დაუდასტურდა. ინფიცირებული პირების კონტაქტებს შორის იყვნენ მცირეწლოვანი ბავშვებიც, რომლებსაც კორონავირუსი აღმოაჩნდათ.

დღევანდელი მდგომარეობით, კოლეჯი დაკეტილია და ორი კვირით, ონლაინ- სწავლებაზეა გადაყვანილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button