მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

თენგიზ ცერცვაძე მკურნალობას კლინიკაში განაგრძობს

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ჰოსპიტალიზებულია.

ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაავადების მეექვსე დღეს გაუარესდა. როგორც პრესსამსახური აღნიშნავს, ცერცვაძეს აღენიშნება ტემპერატურის მატება 38.0 გრადუსამდე. გულ-მკერდის ორგანოების კომპიუტერულ- ტომოგრაფიული გამოკვლევით დაფიქსირდა ორმხრივი Covid-პნევმონია. იმუნური სისტემის გამოკვლევით აღენიშნება უჯრედული და ჰუმორული იმუნიტეტის მაჩვენებლების მნიშვნელოვანი გაუარესება.

რაც შეეხება თენგიზ ცერცვაძის მეუღლეს-ანა თოფურიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მკურნალობას აგრძელებს სახლში.

თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი 17 ნოემბერს დაუდასტურდა. ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე დამაკმაყოფილებელი იყო და ის სახლში მკურნალობდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button