მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

თენგიზ ცერცვაძე მკურნალობას სახლის პირობებში განაგრძობს

კორონავირუსით დაინფიცირებული, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე მიმართვას ავრცელებს

“მკურნალობას ვაგრძელებ სახლში. ამ დროისთვის ტემპერატურა 37.5 გრადუსი მაქვს. მაწუხებს ხველა, ყელის და თავის ტკივილი, სისუსტე. მიუხედავად ასეთი დისკომფორტისა და ჩემს თავს არსებული რეალობისა, ვცდილობ ვიყო მხნედ, მაქსიმალურად ვცდილობ სახლის პირობებში ვიმკურნალო და ასე ვადევნო თვალი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა თუ ეპიდვითარებას… რაც შეეხება ჩემს მეუღლეს-ანა თოფურიაც სახლშია და ჩემს გვერდითაა. როგორც ცნობილია, ისიც კოვიდ ინფიცირებულია, თუმცა ნაკლები სიმპტომებით – 37.1 გრადუსი ტემპერატურითა და ყელის ტკივილით”, – წერს თენგიზ ცერცვაძე.

ცერცვაძე ამბობს, რომ პერიოდულად ჯანმრთელობის შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას ამ გზით მიაწვდის.

შეგახსენებთ, რომ 17 ნოემბერს, დილით ცნობილი გახდა, რომ თენგიზ ცეეცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button