მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას კლინიკა ავრცელებს.

“ლაბორატორიული კვლევის თანახმად, თენგიზ ცერცვაძე ინფიცირებულია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აღენიშნება მსუბუქი სიმპტომები. შესაბამისად, სტაციონარში ყოფნას არ საჭიროებს და ის სახლში მკურნალობს”, – აცხადებენ კლინიკაში.

საქართველოში დღეს, 17 ნოემბერს კორონავირუსის 3 117 შემთხვევა გამოვლინდა, 45 პაციენტი გარდაიცვალა.

მსგავსი პოსტები

Back to top button