“თესაუ”-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა.
როგორც რადიო “ჰერეთს” ნელი ცქიტიშვილმა განუცხადა, თანამდებობის დატოვების მიზეზი გახდა უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 29 მაისის დადგენილება, რომლის თანახმადაც პირს, რომელსაც სხვა უნივერსიტეტშიც უკავია აკადემიური თანამდებობა, არ შეიძლება “თესაუ”-ში მუშაობდეს ადმინისტრაციულ პოზიციაზე.
ცქიტიშვილის განცხადებით, მას აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს ჩაბარდა და შესაბამისად თანამდებობაც დატოვა.
ცქიტიშვილი “თესაუ”-სა და შავი ზღვის საერთაშორის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია.
ის უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის პოსტს 2004 წლიდან იკავებდა.