მნიშვნელოვანისიახლეები

თბილისში, სხვადასხვა ლოკაციიდან მიმდინარე რამდენიმე საპროტესტო მარში გმირთა მოედანზე გაერთიანდა

თბილისში, სხვადასხვა ლოკაციიდან მიმდინარე რამდენიმე საპროტესტო მარში გმირთა მოედანზე გაერთიანდა. საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია კოსტავას გამზირის და ვარაზისხევის მიმართულებით.

მარშის მონაწილეები ერთდროულად გმირთა მოედანზე საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნების ფონზე გაერთიანდნენ.

მარშის მონაწილეები საქართველოს ოკუპაციის დღიდან 104 წლისთავთან დაკავშირებით, გმირთა მემორიალთან, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ გმირებს პატივს მიაგებენ.

ყველა მარში კი საბოლოოდ რუსთველის გამზირზე მსვლელობით გადაინაცვლებს, სადაც აქცია გაგრძელდება ლოზუნგით – “არა რუსულ ოკუპაციას”.

როგორც ცნობილია, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მოქალაქეებს სიტყვით მიმართავს.
მესამე თვეა, საქართველოში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის დაბრუნების, ახალი საპარლამენტო არჩევნების და უკანონოდ დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლების მოთხოვნებით.

აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც 2024 წლის 28 ნოემბერს „ქართული ოცნების” მთავრობამ გამოაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში აღარ დააყენებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.

მსგავსი პოსტები

Back to top button