მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

თეთრი სახლი საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს

საქართველოს ხელისუფლებას არ სჭირდება იმის შეხსენება რომ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებაა საჭირო

ნატოს ვილნიუსის სამიტზე ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უკრაინის ალიანსში გაწევრიანების საკითხის განხილვა იქნება. საქართველოსთან დაკავშირებულ მოლოდინზე „ამერიკის ხმის“ შეკითხვას უპასუხა თეთრმა სახლმა.
თეთრი სახლი საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს და მთავრობას რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენელმა ამერიკის ხმას განუცხადა.

როგორც ამერიკის ხმა წერს, შეკითხვა ეხებოდა იმას, თუ რა პოზიცია აქვს პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციას საქართველოს NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მაშინ, როცა უკრაინაში ომი მიმდინარეობს, რუსეთი საქართველოს ოკუპაციას აგრძელებს და ქვეყანაში რუსული პროპაგანდა განსაკუთრებით ძლიერდება.
თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა რომ საქართველო რჩება ნატოს „ურყევ პარტნიორად“.
“ბაიდენის ადმინისტრაციის საქმიანობის დასაწყისიდანვე მან პრიორიტეტად დაისახა ამერიკის ლიდერობის აღდგენა მსოფლიო ასპარეზზე და ჩვენი ალიანსების აღორძინება, მათ შორის NATO-ს გაძლიერებით. [ამერიკის] ლიდერობით NATO ახლა უფრო ძლიერი და ერთიანია, ვიდრე ის ათწლეულების განმავლობაში იყო. პრეზიდენტი ბაიდენი მოუთმენლად მოელის ივლისში, ვილნიუსის სამიტზე ამ ერთიანობის ჩვენებას. საქართველო NATO-ს ურყევი პარტნიორია, რომელიც ამერიკელ და NATO-ს სხვა ქვეყნების ჯარებთან ერთად მსახურობდა”, – განაცხადა თეთრმა სახლმა.

ბაიდენის ადმინისტრაცია მხარს უჭერს საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას, თუმცა დასძენს, რომ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს ალიანსის წევრობისთვის საჭირო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეფორმები გაატაროს.

“შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს NATO-სკენ სწრაფვას. შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოსთან მუშაობას NATO-სთან მისი თავსებადობის გასამყარებლად და მტკიცედ მოუწოდებს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს წინ წაწიონ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმები, რომლებიც აუცილებელია NATO-ში გაწევრიანებისთვის”, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

„ქართული ოცნების“ წევრი, მიხეილ სარჯველაძე ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ სჭირდება იმის შეხსენება, რომ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებაა საჭირო – მისი სიტყვებით, ქვეყანა ისედაც ამ გზას ადგას.

ასე პასუხობს მმართველი გუნდის წევრი თეთრი სახლის განცხადებას, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს ალიანსის წევრობისთვის საჭირო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებისკენ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ის, ვინც თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლებას ან საქართველოს დღეს ამის შეხსენება სჭირდება, ცდება:

„საქართველოს ხელისუფლებას აქვს საკმაოდ კარგად გათვითცნობიერებული სწორედ ეს კურსი, რომელიც სწორედ ამ ხელისუფლებამ ასახა კონსტიტუციაში და ეს მოხდება პირველად საქართველოს ისტორიაში. ამ თვალსაზრისით, ექსტრაორდინალურია უკრაინის შემთხვევა და ეს ექსტრაორდინალურობა მხედველობაში მიიღება. საქართველოს აქვს თავისი გზა. ამის დასტურია თუნდაც განხილვის სტადიაში მყოფი „თავდაცვის კოდექსი“, რითიც შევძლებთ კიდევ უფრო დავუახლოვოთ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის სტანდარტები ნატოს სტანდარტებს“, – მიხეილ სარჯველაძე

ნატოს ვილნიუსის სამიტზე საქართველოსთან დაკავშირებულ მოლოდინებსა და იმაზე, თუ რა პოზიცია აქვს პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციას საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მაშინ, როცა უკრაინაში ომი მიმდინარეობს, ხოლო რუსეთი საქართველოს ოკუპაციას აგრძელებს და ქვეყანაში რუსული პროპაგანდა განსაკუთრებით ძლიერდება, თეთრ სახლს შეკითხვა „ამერიკის ხმამ“ დაუსვა.

პასუხად მიიღო, რომ საქართველო რჩება ნატოს „ურყევ პარტნიორად“, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, თუმცა დასძენს, რომ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს ალიანსის წევრობისთვის საჭირო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებისკენ.

„შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ნატოსკენ სწრაფვას. შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოსთან მუშაობას ნატოსთან მისი თავსებადობის გასამყარებლად და მტკიცედ მოუწოდებს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს წინ წაწიონ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმები, რომლებიც აუცილებელია ნატოში გაწევრიანებისთვის“, – ნათქვამია თეთრი სახლის მიერ „ამერიკის ხმისთვის“ გაკეთებულ განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button