მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

თეთრი სახლი უარყობს რომ ომის შეწყვეტის სანაცვლოდ უკრაინას ტერიტორიების დათმობა შესთავაზა

თეთრი სახლი აცხადებს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება შვეიცარიულ გაზეთ Neue Zürcher Zeitung-ში (NZZ) გამოქვეყნებული ცნობა, თითქოს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელ უილიამ ბერნსს რუსეთისთვის, ომის შეწყვეტის სანაცვლოდ, უკრაინის ტერიტორიის მეხუთედი შეეთავაზებინოს. ამის შესახებ Newsweek-ს თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესმდივნის მოადგილემ შონ დევიტმა განუცხადა.

შვეიცარიული გაზეთი Neue Zürcher Zeitung, ორ გერმანელ პოლიტიკოსზე დაყრდნობით, ადრე იუწყებოდა, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა CIA-ს ხელმძღვანელს, უილიამ ბერნსს, იანვარში სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის რუსეთისა და უკრაინის მზადყოფნის შეფასება დაავალა. გამოცემის თანამოსაუბრეების თქმით, ამ მიზნით ბერნსი საიდუმლოდ ეწვია კიევსა და მოსკოვს, სადაც მან უკრაინას შესთავაზა “მშვიდობა მიწის სანაცვლოდ”, ხოლო რუსეთს – „მიწა მშვიდობის სანაცვლოდ“. გაზეთის ცნობით, „მიწაში“ იგულისხმება დონბასის ტერიტორია, რაც უკრაინის 20%-ს შეადგენს.

აღნიშნული შეთავაზება, როგორც გამოცემა NZZ-ი იუწყება, მოსკოვმაც უარყო და კიევმაც. უკრაინამ უარი თქვა თავისი ტერიტორიების დათმობაზე, რუსეთი კი მიიჩნევს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ომს მოიგებს.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა „გამონაგონი“ უწოდა ცნობას, თითქოს შეერთებულ შტატებს რუსეთისთვის მსგავსი გეგმა შეეთავაზებინოს.

როგორც Neue Zürcher Zeitung-ის წყაროები ამტკიცებენ, უილიამ ბერნსის დიპლომატიური მისიის “წარუმატებლობის” შემდეგ, ბაიდენმა გადაწყვიტა დაემტკიცებინა „აბრამსის“ კლასის ტანკების მიწოდება უკრაინისთვის. ამ გადაწყვეტილებამ, თავის მხრივ, გზა გაუხსნა უკრაინისთვის გერმანული „ლეოპარდის“ ტანკების მიწოდებას.დასავლეთის ქვეყნებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ კიევის სამხედრო მხარდაჭერის მიზანი შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებებამდე უკრაინის პოზიციის მაქსიმალური სამხედრო გაძლიერებაა.

შეგახსენებთ რომ სავარაუდოდ აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ უკრაინას ტერიტორიების დათმობის სანაცვლოდ ომის დასრულების გეგმა წარუდგინა, თუმცა კიევმა გეგმა უარყო. ამის შესახებ შვეიცარიული გამოცემა „ნოიე ცურხერ ცაიტუნგი“ წერს.

„ნოიე ცურხერ ცაიტუნგის“ ინფორმაციით, იანვრის შუა რიცხვებში აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელს, უილიამ ბერნსს დაავალა, შეემოწმებინა უკრაინისა და რუსეთის მზადყოფნა მოლაპარაკებებისთვის. ბერნსმა უკრაინის ტერიტორიების სანაცვლოდ ომის დასრულება შესთავაზა. გამოცემა წერს, რომ ბერნსმა კიევს შესთავაზა „მშვიდობა მიწის სანაცვლოდ“, მოსკოვს კი – „მიწა მშვიდობის სანაცვლოდ.“ მედიის ცნობით, სავარაუდოდ, ეს იყო უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 20 პროცენტი, რომელიც დაახლოებით დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებს ემთხვევა.

გამოცემის ინფორმაციით, კიევში უკრაინის ტერიტორიის დათმობაზე უარი თქვეს, მოსკოვში კი გრძელვადიან პერსპექტივაში ომის მოგების იმედი აქვთ. „ნოიე ცურხერ ცაიტუნგი“ აღნიშნავს, რომ ასეთი გეგმის უარყოფა შეიძლება ყოფილიყო უკრაინის დასავლური ტანკებით უზრუნველყოფის გადაწყვეტილების მიზეზი. გამოცემის ცნობით, სწორედ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელის მოგზაურობის შემდეგ გადაწყვიტა აშშ-ის პრეზიდენტმა დათმობა გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის დაჟინებულ მოთხოვნაზე და გადაწყვიტა, უკრაინისთვის მიეწოდებინა „აბრამსის“ ტიპის საბრძოლო ტანკები. „ნოიე ცურხერ ცაიტუნგი“ აღნიშნავს, რომ სწორედ ამან განბლოკა ბერლინის პოზიცია უკრაინისთვის „ლეოპარდ 2“-ის ტიპის ტანკების გადაცემასთან დაკავშირებით.

აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ განცხადება გაკეთდა თეთრ სახლში. „ნიუსვიქთან“ საუბრისას თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერის მოადგილემ, შონ დევითმა უარყო ინფორმაცია, რომ ვაშინგტონმა უკრაინას ომის დასრულების სანაცვლოდ ტერიტორიის მეხუთედის დათმობა შესთავაზა. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ „ნოიე ცურხერ ცაიტუნგის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია „ზუსტი არ არის“.

მსგავსი პოსტები

Back to top button