თეთრმა სახლმა ევროკავშირს და ათენს კომპრომისის ძიებისკენ მოუწოდა
აშშ საბერძნეთის ევროზონიდან გასვლას მხარს არ უჭერს.
“ევროკავშირის და საბერძნეთის ლიდერები უნდა შთანხმდნენ საბერძნეთის ეკონომიკის გაუმჯობესების და მისი შემდგომი ზრდის არსებული პაკეტის ირგვლივ”, – განაცხადა ბრიფინგზე თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯოშ ერნესტმა.
მისი თქმით, ათენმა და ევროკავშირმა ისეთი კომპრომისი უნდა მონახონ, რომელიც საბერძნეთს ვალის დაფარვაში და ეკონომიკურ ზრდაში დაეხმარება.
ერნესტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საბერძნეთის ევროზონიად გასვლის იდეას აშშ მხარს არ უჭერს.
შეგახსენებთ: 5 ივლისს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების მიხედვით, საბერძნეთის პლებისციტის მონაწილე ამომრჩეველთა 61, 31%-მა, საერთაშორისო კრედიტორების მიერ წაყენებული პირობების წინააღმდეგ მისცა ხმა.