თევზის მწარმოებელი პასუხისგებაში მისცეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა შებოლილი თევზის ფალსიფიკაციის და ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის დამზადება-გასაღების ფაქტზე, შპს “დონატო”- ს ფაქტობრივი მმართველი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

გამოძიების მტკიცებით, ბრალდებული, შპს “დონატო”- ს კუთვნილ საწარმოში, სანიტარული ნორმებისა და დადგენილი სტანდარტების უხეში დარღვევით სისტემატურად ამზადებდა და რეალიზაციას უწევდა დიდი ოდენობით, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშ შებოლილ თევზს.
ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

მსგავსი პოსტები

Back to top button