მნიშვნელოვანირეგიონი

თიანეთის საკრებულომ 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა – ამის შესახებ თიანეთის მერმა თამაზ მეჭიაურმა განაცხადა.

მისი თქმით, ბიუჯეტის პროექტის დამტკიცება, ფაქტობრივად, ერთხმად მოხდა.

დღევანდელ სხდომაზე ასევე დამტკიცდა მერიის სტრუქტურასთან დაკავშირებული საკითხიც.
როგორც თიანეთის მერმა აღნიშნა, ბიუჯეტის სახსრები სხვადასხვა მიმართულებით დაიხარჯება, მათ შორისაა, საბავშვო ბაღების როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე კვების კუთხით გარკვეულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, ასევე ტრანსპორტი, გარე განათება, კულტურული და სპორტული ღონისძიებები, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები და ა.შ.

როგორც ცნობილია, თიანეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი ორჯერ იყო დაწუნებული, რასაც თამაზ მეჭიაური “ხელოვნურად მართულს” უწოდებდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button