მნიშვნელოვანისიახლეები

კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან საერთო რაოდენობა შეადგენს 1 226 444

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 84 658 კვლევა ტესტით, მათ შორის 59 912 კვლევა ანტიგენის ტესტით და 31 746 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 26 320 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 226 444.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 9 555 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 030 065.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 44 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 060 პირი ემსხვერპლა.

სულ ჩატარდა 2 730 067 აცრა, დღიურად აცრილია 6 714.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 26 320 ახალი შემთხვევიდან:

📌თბილისში გამოვლენილია 12 804 შემთხვევა

📌აჭარა – 2 190

📌იმერეთი – 3 689

📌ქვემო ქართლი – 1 581

📌შიდა ქართლი – 1 466

📌გურია – 439

📌სამეგრელო – ზემო სვანეთი – 1 623

📌კახეთი – 1 298

📌მცხეთა-მთიანეთი – 617

📌სამცხე-ჯავახეთი – 511

📌რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 102.

თებერვალი – ყველაზე რთული თვე პანდემიის განმავლობაში. სპეციალისტები ორ კვირაში ქვეყანაში ინფექციის პიკს და დაინფიცირებულთა კიდევ მნიშვნელოვან მატებას ვარაუდობენ, რის შემდეგაც ვითარება სტაბილური უნდა გახდეს.
ეპიდემიოლოგები განმარტავენ, რომ ომიკრონის მსუბუქმა მიმდინარეობამ მდგომარეობის ადეკვატური მართვა შესაძლებელი გახადა. თუმცა, ექიმები ამბობენ იმასაც, რომ ახლა მოდუნების უფლება არ გვაქვს და ყველას იმუნიზაციის პროცესში ჩართვისა და რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებენ.
“ჯოენი-ს” სამედიცინო ცენტრის ეპიდემილოგი, მაია კაშია ამბობს, რომ ომიკრონის შემთხვევში, ე.წ. ბუსტერ დოზა მინიმუმ 80%-ით ამცირებს ჰოსპიტალიზაციის და ლეტალობის მაჩვენებელს.

ეპიდემიოლოგების ხმა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

მსგავსი პოსტები

Back to top button