“თიხის ქვევრი ჟენევაში გაერო-ს ეზოში განთავსდება”

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დაარსების 70-ე წლისთავის აღსანიშნავად, ჟენევაში, გაერო-ს ოფისის ეზოში ქართული ქვევრი განთავსდება.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ორგანიზაციის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველო ჟენევის ოფისს იუნესკო-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებულ ქართულ ქვევრს ჩუქნის.

მათივე თქმით, ქვევრის დადგმის ოფიციალური ღონისძიება გაერო-ში 1 მარტს გაიმართება. თიხის ქვევრი ჟენევაში ორგანიზაციის ეზოში სამუდამოდ დაიდებს ბინას. ქვევრი საქართველოში სოფელ მაქათუბანში დამზადდა და მასზე ქართულ და ინგლისურ ენებზე ამოტვიფრულია „საქართველო“, “Georgia”.

მსგავსი პოსტები

Back to top button