მნიშვნელოვანისაქართველო

თინა ბოკუჩავა ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბნიდან პოლიციამ გაიყვანა

საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი თინა ბოკუჩავა ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბნიდან პოლიციამ გაიყვანა. დეპუტატი ხმის დათვლის პროცესზე დასწრებას აპირებდა დამკვირვებლად და რეგისტრაციის გასვლას მართვის მოწმობის საშუალებით ითხოვდა, თუმცა მისი თქმით, ამის საშუალება არ მისცეს და მის გასაძევებლად, პოლიცია გამოიძახეს.

თინა ბოკუჩავას თქმით, ის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან დარეკვას ცდილობდა, რომ კომისიის წევრები კანონში გაერკვია, თუმცა ზარის განხორციელების საშუალება არ მიეცა და შენობა სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პოლიციელებმა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.

,,მე ვაპირებდი რომ დამერეკა ცესკოს თავმჯდომარისთვის, რომ მას განემარტა რომ თუ სხვა უბნებზე შეუშვეს დამკვირვებლები მართვის მოწმობით, აქაც შეიძლებოდა, მაგრამ პოლიციამ არც კი მომისმინა. მაშინ როცა ჩემი არაერთი კოლეგა შევიდა მართვის მოწმობის გამოყენებით უბნებზე, მე ძალის გამოყენებით გამომიყვანეს უბნიდან. დარწმუნებული ვარ, მაქვს დაზიანებები, რადგან 10-მა ადამიანმა გამიყვანა ძალის გამოყენებით. როგორ უნდა იგრძნონ ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა თავი დაცულად, როცა პოლიცია პარლამენტის დეპუტატებზე ძალადობს, რომლებმაც ვითომ ხელშეუხელბლობა გვაქვს კანონიდ დონეზე”.

თინა ბოკუჩავა მის მიმართ ძალის გამოყენებაში ზუგდიდის კრიმინალური პოლიციის უფროსი ირაკლი ფაცაციას და მის თანმხლებ პოლიციელებს ადანაშაულებს.

საარჩევნო უბნის წინ, პოლიცია გაძლიერებული ძალითაა მობილიზებული. მათ შენობის შესასვლელთან, ცოცხალი კედელი აქვთ გაკეთებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button