თინა ხიდაშელი -,,არჩევნები მოიგო იმან ვისაც ფული ქონდა“

,,რესპუბლიკური პარატიის“ ერთერთი ლიდერი, თინა ხიდაშელი საპარლამენტო არჩევნების შედეგების შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

ხიდაშელმა არჩევნებში პარტიის დამარცხება აღიარა და მადლობა გადაუხადა თავის ამომრჩეველებს ვინც საარჩევნო უბანზე მივიდა და მხარი დაუჭირა ,,რესპუბლიკურ პარტიას“. მისი თქმით ეს არჩევნები მოიგო იმან ვისაც ფინანსები ქონდა.
,,ჩემო ძალიან კარგო ადამიანებო!
სულ სულ სულ ყველაზე დიდი მადლობა, იმათ ვინც მგულშემატკივრობდა, მეხმარებოდა, 24/7 ჩემს გვერდით იყო, მამხნებებდა და ამ სრულიად ფანტასტიური კამპანიის ენერგიას მაძლევდა. ჩვენ მართლა ძალიან მაგარი თვეები გავატარეთ ერთად!

დიდი მადლობა ჟურნალისტებს, ვინც ამ პროცესში ყველაფერს აკეთებდით, რომ შესაძლებლობა მიგეცათ იმათთვისაც, ვისაც თავად არ გულშემატკივრობდით. ნამდვილად ბედნიერი ვარ იმით, რომ ასეთები უფრო მეტი იყავით ვიდრე პირიქით!
განსაკუთრებული მადლობა იმ ამომრჩეველს, რომელიც უბნებზე მივიდა და ხმა მოგვცა. დიახ, აღმოჩნდა რომ ჩვენ იმაზე უფრო ცოტა ვართ, ვიდრე გვეგონა და განსაკუთრებით მიყვარხართ!
როგორ მინდა 2-3 კაცი მაინც ვიცოდე ბიზნესიდან, ვისაც მადლობას ვეტყოდი, მაგრამ ასეთები უბრალოდ არ გამოჩნდნენ, გამბედაობა არ ეყოთ მთავარ მტრად დანიშნული პოლიტიკური ძალისთვის თუნდაც მცირედი დახმარება აღმოეჩინათ! ალბათ ეს ყველაზე სამწუხარო ამბავია ამ არჩევნების!

ეს არჩევნები მოიგო იმან ვისაც ქონდა ფული. გარეთ დარჩა ყველა დანარჩენი. არაფერია გასაოცარია, სრულიად ლოგიკურია ღარიბი ქვეყნისთვის, სადაც პარტიებისადმი ნდობა დაბალია და არჩევნებს ადამიანების ნაწილი უყურებს, როგორც შესაძლებლობას ერთჯერადად მაინც მოიპოვოს პურის ფული. არჩევნების ბედი იმ სამარშრუტო ტაქსებში გადაწყდა მთელი დღე ამომრჩეველს რომ დააქროლებდა.

პროცესის დასასრულამდე აღარ შეგაწუხებთ. ჩემო საყვარელო ჟურნალისტებო, ეხლა ახალი რესპოდენტები გყავთ, ხალხის ახალი რჩეულები და მათ მიეცით შანსი და ასპარეზი!
სადაც უნდა ვიყო და რასაც უნდა ვაკეთებდე ქვეყნის სამსახურში ვარ. სულ ასე იყო და ასე იქნება.
მადლობა კიდევ ერთხელ საინეტერესო, ბობოქარი 24 წლისთვის ქვეყნის სადარაჯოზე.
ვემსახურები საქართველოს!“ – წერს საკუთარ ფეისბუქის გვერდზე ,,რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი – თინა ხიდაშელი

მსგავსი პოსტები

Back to top button