თინა ხიდაშელი რუსული მედიის ყურადღების ცენტრშია
საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატის თინათინ ხიდაშელის შესაძლო გამინისტრებას რუსული მედია დღეს დილიდან აქტიურად ეხმაურება.
“პირველი “რკინის ლედი” საქართველოს ისტორიაში,რომელიც თავდაცვის მინისტრი გახდა” “პრეზიდენტმა და პრემიერმა მინისტრის კანდიდატის გამო იჩხუბეს”- იუწყებიან რუსული ტელეკომპანიები და საინფორმაციო სააგენტოები, რომლებიც ხიდაშელის ბიოგრაფიულ მონაცემებსაც იშველიებენ.
თინათინ ხიდაშელმა, 1995 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი (ბუდაპეშტი, 1996), ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურა (ბუდაპეშტი, 1996), ვაშინგტონის სამართლის სკოლა, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის მაგისტრატურა (1996); საერთაშორისო ურთიერთობათა მაგისტრი, პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრი (1996);
1994-1995 წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტში, მთავარ სპეციალისტად, 1996-1997 წლებში იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტი, 1997-1999 წლებში ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივი პროექტის დირექტორი, ასწავლიდა ჰავაის ამერიკული უნივერსიტეტის თბილისის ინსტიტუტში, 2000-2004 წლებში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დირექტორი, 2002-2004 წლებში სახელმწიფო ანტიკორუფციული საბჭოს წევრია, 2004-2005 წლებში ფონდი „ღია საზოგადოება — საქართველოს“ მმართველი საბჭოს თავმჯდომარე.
2005-დღემდე – საერთაშორისო ორგანიზაციების კონსულტანტი სამართლის უზენაესობის, კორუფციასთან ბრძოლისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში (გაეროს ადამიანის უფლებათა კომისარიატი, გაეროს განვითარების პროგრამა, ღია საზოგადოების ინსტიტუტი, ევროპის საბჭო, წამების საწინააღმდეგო მსოფლიო ორგანიზაცია, წამების პრევენციის ასოციაცია, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და სხვ.)
2005-2009 — საერთაშორისო მდივანი, საქართველოს რესპუბლიკური პარტია;
2009-2012 — დედაქალაქის საქმეთა მდივანი, საქართველოს რესპუბლიკური პარტია;
2010–2012 — თბილისის საკრებულოს წევრი, საარჩევნო ბლოკი „ალიანსი საქართველოსთვის“ ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიისა და იურიდიულ საკითხთა კომისიის წევრი;
2012 წლის 1 ოქტომბერს არჩეულ იქნა საგარეჯოს მაჟორიტარ დეპუტატად; პარლამენტში ხელმძღვანელობდა დროებით საგამომძიებლო კომისიას, რომელიც საქართველოს კომუნიკაციების კომისიის საქმიანობას სწავლობდა.
ჰყავს მეუღლე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და ორი შვილი