მნიშვნელოვანისაქართველო

“თითოეული ამომრჩევლის ხმა იქნება დაცული” – მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოქალაქეებს მიმართავს. განცხადება მამუკა ბახტაძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

პრემიერის თქმით, 2012 წლის შემდეგ “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში არჩევნები ტრადიციად იქცა, ამიტომ მისი თქმით, მეორე ტურიც სწორედ ასეთ გარემოში ჩაივლის.

მთავრობის მეთაური მოსახლეობას აქტიურობისკენ და არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

ასევე მიმართავს დამსაქმებლებს, ხელი შეუწყონ მოქალაქეებს მოიხადონ საკუთარი ვალი.

პრემიერმა საქართველოს შინაგან საქემთა მინისტრსაც მიმართა და მოუწოდა მაქსიმალურად უზრუნველყონ სიმშვიდე.

მამუკა ბახტაძის თქმით, სახელმწიფოს ნებისმიერ კანონდარღვევაზე ექნება შესაბამისი და უმკაცრესი რეაგირება.

მამუკა ბახტაძის ხმა ►

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button