მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინას სამი რამ სჭირდება: იარაღი, იარაღი და კიდევ იარაღი – ანდჟეი დუდა

პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა ბუჩაში განხორციელებულ რუსი ოკუპანტების წარმოუდგენელ სისასტიკეს ეხმაურება.
ბუჩას ფოტოებიდან ჩანს, რომ ნებისმიერ ფასად არ არის აუცილებელი აგრესორთან კომპრომისის ძიება, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, განაცხადა.

პრეზიდენტი უკრაინაში, კიევის ოლქის სხვადასხვა ქალაქებში რუსების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას ეხმაურება და წერს, რომ უკრაიანას ახლა სამი რამ სჭირდება – იარაღი, იარაღი და მეტი იარაღი.

„დამნაშავეებს უნდა ეწოდოს დამნაშავეები, პასუხისგებაში უნდა იყვნენ მიცემული და გასამართლებული. ბუჩას სურათები უარყოფს რწმენას, რომ კომპრომისი ნებისმიერ ფასად უნდა მოიძებნოს. სინამდვილეში, უკრაინის დამცველებს, უპირველეს ყოვლისა, სამი რამ სჭირდებათ: იარაღი, იარაღი და კიდევ ერთხელ იარაღი“, – წერს ანჯეი დუდა „ტვიტერზე“.
ბუჩაში ნანახის შემდეგ მსიფლიო ლიდერები რუსეთისადმი დამატებითი სანქიების შემოღების აუცილებლობას ხედავენ.

ამასთან ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვის გამო უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რუსეთის ჯარები გენოციდის ჩადენაში დაადანაშაულა.

მანამდე პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა გამკაცრდეს. მორავეცკის თქმით, აუცილებელია რუსეთთან ყოველგვარი სავაჭრო ურთიერთობის გაწყვეტა.

გარდა ამისა ევროკავშირი რუსეთისადმი დამატებითი სანქციების დაწესებისთვის ემზადება, რუსეთის სამხედრო ძალების მიერ კიევის ოლქის დატოვების შემდეგ გავრცელებული ცნობების ფონზე.

გამოცემა Financial Times -ი წერს, რომ ევროკავშირის ქვეყნები და ორგანიზაციები კიევს სამხილების შეგროვებაში ეხმარებიან, რუსეთისადმი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ახალი საქმის აღსაძრავად.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა უკვე განაცხადა მზაობოს შესახებ გაწიოს მეტი დახმარება უკრაინას, ხოლო რუსეთს დაუწესდეს მეტი სანქცია. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა მოსკოვისთვის მაქსიმალური ეკონომიკური სანქციების დაწესება მოითხოვა, ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა კი მოითხოვა მკაცრი სანქციების მეხუთე პაკეტის რაც შეიძლება მალე შემოღება.

ევროკავშირის უკვე არსებული სანქციები ითვალისწინებს 7 რუსული ბანკის საერთაშორისო ფინანსური სისტემიდან SWIFT-დან გათიშვას. რუსეთისადმი ტექნილოგიური, თავდაცვითი, ენერგეტიკული, სატელეკომუნიკაციო და საავიაციო სფერობში ექსპორტის აკრძალვას, რუსული ავიაკომპანიებისთვის ევროკავშირის სივრცეში ფრენის აკრძალვას, ასობით რუსი ოლიგარქისა და ჩინოვნიკითსვის მათი კუთვნილი აქტივების გაყინვას, მათ შორისაა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც.

ევროკავშირის ზოგი წევრი სახელმწიფოს ლიდერი, დამატებით სანქციების სახით სთავაზობს ინდივიდუალურ ზომებს მაგალითად რუსული ხომალდებისთვის ევროკავშირის პორტებში შეცვლის აკრძალვას, ასევე ენერგომატარებლებისთვის დამატებითი შეზღუდვების დაწესებას, რასაც დიდი ხანია მოითხოვს უკრაინა.

როგორს ამ საკითხის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა „რუსეთისგან ნავთობისა და გაზის შეძენა ომის დანაშაულების დაფინანსებას ნიშნავს“.

ლიეტუვა ევროკავშირის პირველი წევრი სახელმწიფოა, რომელმაც რუსეული გაზის იმპორტზე სრულად თქვა უარი.

მოელიან, რომ ევროკავშირი რუსეთისადმი დამატებითი სანქციების განხილვას უკვე დღეიდან, 4 აპრილიდან დაიწყებს. გერმანიის ფინანსთა მინისტრმა კრისტიან ლინდნერმა ტვიტერის გვერდზე დაწერა, რომ გერმანია მზადაა პარტნიორებთან ერთად რუსეთისადმი დამატებითი საქნიების თაობაზე საუბარი 4 აპრილიდან დაიწყოს.

უკანასკნელ დღეებში, უკრაინის კიევის ოლქის ქალაქ ბუჩაში ნახეს დახოცილი მოქალაქეების გვამები, მათ შორის ზურგს უკან შეკრული ხელებით.

ეს მოხდა რუსეთის არმიის გასვლის შემდეგ, რომელიც ქალაქს რამდენიმე კვირის განმავლობაში აკონტროლებდა.

უკრაინა რუსეთს ომის დანაშაულსა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში სდებს ბრალს. დასავლეთის ქვეყნები ახალი სანქციების შემოღებას გეგმავენ კრემლის წინააღმდეგ.

შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

მისივე თქმით, საჭიროა სასწრაფოდ დამოუკიდებელი გამოძიების დაწყება.

„შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის. სასწრაფოდ დამოუკიდებელი გამოძიების დაწყებაა საჭირო. სამხედრო დანაშაულებების ჩამდენებმა პასუხი უნდა აგონ“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა უკრაინაში, ბუჩაში რუსი საოკუპაციო ძალების არაადამიანურ ქმედებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს.

შეგახსენებთ რომ უკრაინის ქალაქ ბუჩადან რუსეთის შეიარაღებული ძალების გასვლის შემდეგ, ქალაქში მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები იპოვეს.

თუმცა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვის შესახებ ყველა ბრალდება უარყო. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველა ფოტო და ვიდეო მასალა პროვოკაციას წარმოადგენს და “დადგმულია კიევის რეჟიმის მიერ დასავლური მედიისთვის”.

მსგავსი პოსტები

Back to top button