თორნიკე ოქრიაშვილი „ომონიასთან“ კონტრაქტს აფორმებს?
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს, თორნიკე ოქრიაშვილს კარიერის გაგრძელება არაკვიპროსულ კლუბში სურდა, თუმცა მისთვის ყველაზე მომგებიანი წინადადება ნიქოზიას „ომონია“ აღმოჩნდა.
„ომონია“, რომელიც კვიპროსის მოქმედი ჩემპპიონია, ოქრიაშვილთან 2 წლიანი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავს. იმ შემთხვევაში თუ მხარეები შეთანხმებას არ დაარღვევენ, კვიპროსული კლუბი ტრანსფერს ოფიციალურად გამოაცხადებს. – წერს ქვეყნის სპორტული მედია.
„ანორთოსისის“ ყოფილი თავდამსხმელი ძველ კლუბში, სეზონში 180 000 ევროს იღებდა. „ომონია“ კი მას ანაზღაურების სახთ 300 000 ევროს სთავაზობს.
გარდა იმისა, რომ თორნიკეს გაუმჯობესებულ პირობებში მოუწევს თამაში,- გუნდს ცნობილი ნორვეგიელი ფეხბურთელი ჰენინგ ბერგი წვრთნის. „ომონიას“ ხელმძღვანელობა ოქრიაშვილს ბრაზილიელ შემტევ ტიაგოს შემცვლელად მიიჩნევს, რომელიც ცოტა ხნის წინ ლარნაკას „აეკ“- ში გადავიდა.
თორნიკე ოქრიაშვილი ახლა საქართველოშია და დღევანდელ ტესტ-მატჩისთვის ემზადება.
29 წლის ქართველმა ფეხბურთელმა გასულ სეზონში ანორთოსისის მაისურით კვიპროსის ჩემპიონატში 20 თამაშში 9 გოლი გაიტანა.