საქართველოსიახლეებისპორტი

თორნიკე ოქრიაშვილს კვიპროსიდან მიდის

ფამაგუსტას ანორთოსისის და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი ზაფხულში კლუბს დატოვებს.

აღნიშნულის შესახებ ის კლუბის პრეზიდენტს, ევგენიოს ამბულასს ესაუბრა და გადაწყვეტილება ასე მიიღო. ოქრიაშვილს შემოთავაზება 7 სხვადასხვა გუნდიდან აქვს, მათ შორის კვიპროსული კლუბებიდანაც, თუმცა 29 წლის შემტევი ამბობს, რომ ის კვიპროსში აღარ დარჩება.

გარდა ამისა, მისი მიწვევა სურს რუსეთის, საუდის არაბეთის, სამხრეთ კორეის და თურქეთის საფეხბურთო კლუბებს. “კვიპროსულ “ამონიას” და “აპოელს” ოფიციალური წინადადებები ქონდათ, მაგრამ კონტრაქტი არავისთან გამიფორმებია.

ახლა საქართველოში წავალ ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ და არჩევანს მაისის ბოლოს გავაკეთებ.

კარგ წინადადებას ველოდები, ვფიქრობ, ეს დავიმსახურე და მინდა, ჩემთვის საუკეთესო არჩევანი გავაკეთო”_ აღნიშნა ოქრიაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ქართველი ლეგიონერი ანორთოსისში 2019 წელს გადავიდა. 2020_21 წლების სეზონში ყველა ტურნირზე 25 მატჩი ითამაშა და 9 გოლი გაიტანა. ლეგიონერი რამდენიმე დღის წინ ფამაგუსტას მაისურით ქვეყნის თასის მფლობელი გახდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button