სპორტ-ნიუსისპორტი
თორნიკე შენგელია ლიდერთან მატჩში საუკეთესო იყო

VTB ლიგის მე-10 ტურში თორნიკე შენგელიას ცსკა-მ შინ გათამაშების ლოდერი “ავტოდორი” მიიღო და ანგარიშით 92:65 დაამარცხა.
შენგელიამ პარკეტზე 20:03 წუთი დაჰყო და გუნდს 18 ქულა შემატა.
მის ანგარიშზეა 4 მოხსნა და 4 პასი.
3 პერსონალური ფილი მიიღო,თუმცა მისი მარგი ქმედების კოეფიციენტმა 17 ქულა შეადგინა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ (MVP) დასახელდა.
ცსკა 8 მოგებით ლიგაში მესამე ადგილზეა და 17 იანვარს ზენიტს უნდა შეხვდეს.
ამ თამაშამდე ევროლიგაზე 7 იანვარს ბარსელონასთან მატჩია დაგეგმილი,თუმცა სავარაუდოდ,საკალათბურთო სამყარო ამ შეხვედრას გადადებს.მიზეზი კორონავირუსია.ამ დროისთვის ბარსელონას 11 კალათბურთელია ინფიცირებული
ევროლიგის მომდევნო მატჩში ცსკა სტუმრად პანათინაიკოსს 12 იანვარს შეხვდება