სპორტ-ნიუსისპორტი

თორნიკე შენგელია VTB ლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩში ითამაშებს

ზედიზედ მეორედ,-
მოსკოვის ცსკა-ს ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია VTB ლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩში ითამაშებს.

შენგელიას მსოფლიო ნაკრებში ადგილი გულშემატკივართა გამოკითხვის და მედიის შედეგების შეჯამების შედეგად ერგო.

ყველა ვარსკვლავის მატჩში ერთმანეთს მსოფლიოსა და რუსეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

თითოეულ ნაკრებში 10 მოთამაშე იქნება, 5 მცველი და 5 წინა ხაზელი.

მედიის გამოკითხვით ქართველმა ლეგიონერმა 21 ხმა მიიღო და მსოფლიო ნაკრებში წინა ხაზზე ქულების რაოდენობით მხოლოდ მარიო ჰეზონიას ჩამორჩა.

VTB ლიგის ვარსკვლავური მატჩი 20 თებერვალს მოსკოვში ჩატარდება.

ცნობისთვის,გასულ წელს თორნიკე შენგელიამ მონაწილეობა ALL Star-შიც მიიღო.

მსგავსი პოსტები

Back to top button