სპორტი

თორნიკე შენგელიას სლემი ევროლიგის საუკეთესო სამეულში მოხვდა

ევროლიგამ რეგულარული სეზონის საუკეთესო ჩატენვების ათეული გამოაქვეყნა. გასაკვირი არავისთვის ყოფილა, რომ რჩეულებში ცსკა-ს ფორვარდი, თორნიკე შენგელიას შედეგიანი შეტევა მოხვდა.

ევროლიგის 21-ე ტურში, მაშინ როცა ცსკამ სტამბოლის „ფენერბაჰჩესთან“ შეხვედრა 83:89 დათმო,- საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მეტოქის ფარზე ბურთი მოხსნა და 2 მ და 13 სმ სიმაღლის მქონე იან ვესელს თავზე გადაატენა.

სეზონის შედეგების მიხედვით, ეს მომენტი დანქების TOP-3 ში შევიდა.

იმ შეხვედრაში შენგელია მასპინძელთა რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო. სასტარტო შემადგენლობაში იდგა და 18 ქულა, 2 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.

თორნიკემ ბოლო მატჩები თვალის ტრამვის გამო გამოტოვა. ის დღეს ბრუნდება პარკეტზე, სადაც მისი გუნდი ევროლიგის დასკვნით შეხვედრაში ბერძნულ „პანათინაიკოსს“ უმასპინძ;ლებს.

ამ მატჩს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მოსკოვის ცსკას უკვე განაღდებული აქვს მეორე ადგილი და პლეი-ოფში გასული უკვე, 21 აპრილს სწორედ ზემოთხსენებულ ფენერბაჰჩეს დაუპირისპირდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button