სპორტი
თორნიკე შენგელიას წარმატებული სტარტი VTB ლიგაზე
VTB ლიგის ახალ სეზონზე თორნიკე შენგელიას ცსკა, ბელორუსის საუკეთესო გუნდს ცმოკი-მინსკს ესტუმრა და მეტოქე 48 ქულიანი სხვაობით დაამარცხა.
მატჩის საბოლოო ანგარიში 92:44 დაფიქსირდა,სადაც შენგელიას დიდი წვლილი მიუძღვის.
შენგელია სასტარტო ხუთეულში იდგა და პარკეტზე თითქმის 15 წუთი გაატარა.
ამ დროის განმავლობაში საქართველოს ნაკრების კაპიტანმა აქტივში 13 ქულა, 1 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა ჩაიწერა.
თორნიკეს ბურთი არ დაუკარგავს და თამაშის დროს მხოლოდ ერთი ფილი მიიღო.მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
შენგელიას სარგებლიანობის კოეფიციენტი 18-ს გაუტოლდა და ამ შედეგით ის მხოლოდ სერბ კალათბურთელს, ნიკოლა მილუტინოვს ჩამორჩა.
ცსკა VTB ლიგაში მომდევნო მატჩს უკვე შინ ჩაატარებს. 26 სექტემბერს თორნიკეს გუნდის მეტოქე პოლონური ზელენა გურა იქნება.