სპორტ-ნიუსისპორტი

თორნიკე შენგელიას ცსკა-ს იოლი გასვლა პოლონეთში

VTB ლიგაში თორნიკე შენგელიას ცსკა-მ მორიგი მატჩი პოლონეთში,ზიელინა გორას წინააღმდეგ გამართა და ანგარიშით 93:59 იოლად გაიმარჯვა.

რუსული კლუბის ბერძენმა მთავარმა მწვრთნელმა დმიტრის იტუდისმა ქართველი ცენტრი დიდი ხნით არ დატვირთა და შენგელიამ პარკეტზე მხოლოდ 8 წუთი და 36 წამი გაატარა.

თორნიკემ მხოლოდ პირველ ტაიმში ითამაშა და ამ დროის განმავლობაში 4 ქულა,2 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა პერსონალური ფოლი კი არ მიუღია.

ცსკა-ს VTB ლიგაში 6 მოგება და 2 მარცხი აქვს ამ შედეგით კლუბი სატურნირო ცხრილის მესამე პოზიციას იკავებს.

ვითიბი ლიგის მომდევნო შეხვედრას შენგელიას გუნდი 26 დეკემბერს ენისეისთან ჩაატარებს.მანამდე კი 23 დეკემბერს ევროლიგის ფორმატით მადრიდის რეალის წინააღმდეგ გამოვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button