მნიშვნელოვანირეგიონი

არა რუსულ კანონს, ჩვენი არჩევანი ევროკავშირია”_აქცია თელავში

არა რუსულ კანონს, ჩვენი არჩევანი ევროკავშირია”- თელავში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

თელავის თეატრის წინ, სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები შეიკრიბნენ.

აქციაზე შეკრებილებმა გააპროტესტეს რუსული კანონის მიღება საქართველოში და განაცხადეს, რომ ეს კანონი საზოგადოების არჩევანი არ არის.

” მე ვარ ისტორიკოსი და კარგად ვიცი, რა გზის გავლა მოუწია საქართველოს თავისუფლებისათვის. ჩვენი გზა ევროპულია.ამ პროტესტით, ვიცავთ კონსტიტუციას, ხალხის ევროპულ არჩევანს და ჩვენი შვილების მომავალს. არა აქვს მნიშვნელობა ხალხის რაოდენობას, დასავლეთმა უნდა ნახოს, რეალურად რა სურს ქართველ ხალხს”- განაცხადა აქციის ერთ- ერთმა მონაწილემ, გიორგი გოცირიძემ.

მოქალაქეების სპონტანური შეკრება თელავში, მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს პარლამენტმა , “უცხოური გავლენის აგენტების შესახებ” კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა დაიწყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button