ნარმანია მზად არის საკრებულოში მივიდეს [Audio]
თბილისის მერი მზადაა, საკრებულოს წინაშე რიგგარეშე ფორმატით წარდგეს.
თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას საკრებულოს უმრავლესობა მოითხოვს. დავით ნარმანიას საკრებულოში მისვლის საკითხი მას შემდეგ დადგა, რაც უმცირესობამ ბოტანიკური ბაღის ნაწილის გასხვისების ფაქტი გააპროტესტა და მერისგან ფაქტზე კონკრეტული პასუხები მოითხოვა.
მოუსმინეთ დავით ნარმანიას ხმას ►
თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მერის დასაბარებლად კი ნაციონალური მოძრაობა დღეიდან ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. მთავარი საკითხი თბილისის ბოტანიკური ბაღის საზღვრების ცვლილება და მის მიმდებარედ 29 ჰექტარის გასხვისებაა.
“ნაციონალური მოძრაობიდან” საკრებულოს წევრის, სევდია უგრეხელიძის ხმა ►