მნიშვნელოვანი

“თუ ბათუმის მერია კანონდარღვევას არ აღკვეთს, თავად არის კანონდამრღვევი” – გია ჟორჟოლიანი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანი ქალაქ ბათუმის ბულვართან, კომპანია „ალიანსი ფრივილიჯიას“ მიერ დაგეგმილ მშენებლობას ეხმაურება, რომელზეც ბათუმის მერიას ნებართვა ჯერ არ გაუცია, თუმცა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, 10-მდე აპარტამენტი უკვე გაყიდულია. გია ჟორჟოლიანის თქმით, თუ ბათუმის მერია კანონდარღვევის აღსაკვეთად არაფერს აკეთებს, მაშინ თავად არის კანონდამრღვევი. ამის შესახებ დეპუტატმა რადიო თბილისის ეთერში, თოქ-შოუ ,,აქტიურ დროში“ განაცხადა.

აჭარის ტელევიზიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 54 სართულიანი კორპუსის ასაშენებლად, ტერიტორია უკვე გამოყოფილია და ადგილზე წინასწარი სამუშაოები მიმდინარეობს. პარალელურად კი, დაწყებულია აპარტამენტების გაყიდვა. ტელევიზიას აჭარის მერიაში უპასუხეს, რომ მშენებლობის ნებართვა გაცემული არ არის.

მოისმინეთ გია ჟორჟოლიანის ხმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button