თუ ბიძინა ივანიშვილი აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში შემოსვლას დააპირებს მე ვერაფერს ცუდს ვერ ვხედავ-ოდიშარია
ბიძინა ივანიშვილს დღეს ქართულ პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს
თბილისის მერი კახა კალაძე სიცრუეს უწოდებს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
როგორც კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილს დღეს ქართულ პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს და ის ქვეყნის მასშტაბით საქველმოქმედო საქმიანობით არის დაკავებული.
განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილი აპირებს პოლიტიკაში დაბრუნებას, ეს არის ძალიან დიდი ტყუილი და სიცრუე
„როდესაც გინდათ ამბობთ, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაშია და ის მართავს პოლიტიკურ პროცესებს, როდესაც გაწყობთ და თქვენთვის არის მისაღები, მაშინ ამბობთ, რომ ის შეიძლება პოლიტიკაში დაბრუნდეს. ამ ადამიანმა მაშინ, როდესაც საჭირო იყო გააკეთა განცხადება პოლიტიკიდან გასვლასთან დაკავშირებით. მას შემდეგ მას არანაირი კავშირი არ აქვს ქართულ პოლიტიკასთან. რა თქმა უნდა, ის სარგებლობს ძალიან დიდი ავტორიტეტით ჩვენ მოსახლეობაში, რადგან უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული ქველმოქმედების სახით და დღესაც რა თქმა უნდა, ასეთი პროექტები მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება, რომელსაც „ქართუ ფონდი“ და ბიძინა ივანიშვილის ოჯახი ახორციელებს. შესაბამისად, განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ის აპირებს პოლიტიკაში დაბრუნებას, ეს არის ძალიან დიდი ტყუილი და სიცრუე“, – განაცხადა კალაძემ.
თუ ბიძინა ივანიშვილი აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში შემოსვლას დააპირებს, ამაში მე ვერაფერს ცუდს ვერ ვხედავ – ასეთი გამოცდილების ადამიანი, ბუნებრივია, კარგი იქნება, თუ სამოქალაქო სექტორში იქნება , – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
აღნიშნულით მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, კერძოდ, რას უკავშირდება მის მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია „მოქალაქის“ გააქტიურება.
„იმ თავითვე, ამ ორგანიზაციის შესახებ მქონდა ინფორმაცია, თუმცა ახალა, ამჟამად ბიძინა ივანიშვილის გეგმების შესახებ იცის თვითონ ბიძინა ივანიშვილმა და იმ ადამიანებმა, ვინც ამ საჯარო რეესტრის მონაცემებში არიან. თუ ის დააპირებს აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში შემოსვლას, ამაში ვერაფერს ცუდს ვერ ვხედავ. ასეთი გამოცდილების ადამიანი, ბუნებრივია, კარგი იქნება, თუ სამოქალაქო სექტორში იქნება. მე გირჩევდით, რომ თქვენც ჩამოყალიბდით, ხან იძახით, რომ ის ჩრდილოვანი მმართველია და თუ ადამიანს მოუნდა, რომ სამოქალაქო სექტორში გადმოვიდეს, ამაზეც დაძრახვა როგორ შეიძლება ადამიანის? ე.ი. ნურც გაფრინდები და ნურც მოფრინდებია, თუ როგორ არის საქმე. ადამიანმა, რომელმაც 3 მილიარდი ჩადო ქველმოქმედების სახით ჩვენს ქვეყანაში, იმ ადამიანს დაუშალოთ საერთოდ რამენაირად არსებობა ამ ქვეყანაში, მე მგონი, ეს არასამართლიანია. მე მხოლოდ მივესალმები, თუ ის გამოჩნდება სამოქალაქო სივრცეში და ზოგადად საზოგადოებაში“, – განაცხადა ოდიშარიამ.
“ტვ. პირველის” ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრმა 2023 წლის 18 სექტემბერს “ქართული ოცნების” დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნა დაუკმაყოფილა. ორგანიზაცია “მოქალაქეს”, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა 2014 წელს, პრემიერ-მინისტრის პოსტიდან წასვლის შემდეგ დააფუძნა, წესდება შეუცვალეს. მედიაში გავრცელებული ცნობები, 18 სექტემბერს დამტკიცებული წესდებაში ვკითხულობთ, რომ “მოქალაქის” რომლის თავმჯდომარეც ბიძინა ივანიშვილია, გეგმავს პარტნიორული ურთიერთობები დაამყაროს სახელმწიფო დაწესებულებებთან, ბიზნეს წრეებთან, საგანმანათლებლო ცენტრებთან, რელიგიურ და საჯარო ორგანიზაციებთან, საჯარო და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.