ალასანიას პარტიას ლაგოდეხში ჯონი თურქაძე უხელმძღვანელებს

ირაკლი ალასანიას პარტიას, “თავისუფალ დემოკრატებს” ლაგოდეხში ჯონი თურქაძე უხელმძღვანელებს. რადიო “ჰერეთს” ინფორმაცია თავად თურქაძემ დაუდასტურა, თუმცა სამომავლო გეგმებზე ის ღიად ჯერ არ საუბრობს.

იგი ამჟამად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვითარებიც ცენტრის დირექტორის თანაშემწეა.

ჯონი თურქაძე წლების განმავლობაში ლაგოდეხის სპორტ-დარბაზის ხელმძღვანელი იყო. უფრო ადრე თურქაძე ლაგოდეხის პოლიციის უფროსის თანამდებობას იკავებდა.

იმ დრომდე ვიდრე ირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტრი იყო, “თავისუფალ დემოკრატებს” ლაგოდეხში გიორგი დარბაიძე ხელმძღვანელობდა.

მას შედეგ რაც პრემიერმა ირაკლი ალასანია თანამდებობიდან გაათავისუფლა, გიორგი დარბაიძემ პარტია დატოვა და შესაბამისად პარტიას თავმჯდომარეც არ ჰყავდა.

“ჰერეთის” ინფორმაციით, “თავისუფალი დემოკრატების” რაიონული ორგანიზაციის თავმჯოდმარეს ლაგოდეხში, თავად ირაკლი ალასანია წარადგენს.

მსგავსი პოსტები

Back to top button