მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

თუ მიიღებს მხარდაჭერას ესე იგი ეკუთვნის-ნიკა მელია ლევან ვასაძეზე

“არ მაინტერესებს, ლევან ვასაძე პრორუსული ორიენტაციის არის, თუ ევროპული ორიენტაციის”- ასე გამოეხმაურა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ნიკა მელია, ვასაძის შესახებ დასმულ კითხვას.

მელია ამბობს, რომ რომელი ორიენტაციის მქონე ძალა მოიპოვებს მხარდაჭერას პარლამენტში, ეს ხალხის გადასაწყვეტია.

” ივანიშვილს იმისთვის ვებრძვი, რომ არჩევნები ჩატარდეს, დემოკრატიულ თავისუფალ გარემოში, სადაც ყველას ექნება შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს. თუ ბატონი არის პრორუსული ორიენტაციის, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, ნაკლები ხმა მიიღოს. თუ მიიღებს მხარდაჭერას, ესე იგი ეკუთვნის, თუ არ მიიღებს, არ ეკუთვნის. ის, რომ ვინმეს აეკრძალოს არჩევნებში მონაწილეობა, ეს მიუღებელია”- განაცხადა ნიკა მელიამ.

მოსახლეობასთან შეხვედრები, პარლამენტში შესვლის საკითხის გადასაწყვეტად, მელიამ თელავიდან დაიწყო. ის პარტიული ორგანიზაციების წევრებსა და ადგილობრივებთან, ამ საკითხზე, დისკუსიებს ჩაატარებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button